LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეგენდარული სუპერმოდელი კენდის სვეინპოლი „ვიქტორია სიკრეტის“ ჩვენებაზე მეთექვსმეტედ გამოვიდა

106
ლეგენდარული სუპერმოდელი კენდის სვეინპოლი „ვიქტორია სიკრეტის“ ჩვენებაზე მეთექვსმეტედ გამოვიდა

36 წლის სუპერმოდელმა კენდის სვეინპოლმა კიდევ ერთხელ მოხიბლა ყველა „ვიქტორია სიკრეტის“ ჩვენებაზე. ლამაზმანი და ბრენდის ვარსკვლავი ნიუ-იორკში პოდიუმზე გამოვიდა და ორი მდიდრული ლუქი წარმოადგინა. კენდისის პირველ სამოსში შედიოდა დარიჩინისფერ-ყავისფერი საცვლები, რომლებიც ნაზი მაქმანებისგან იყო დამზადებული.

ამ ლუქში ასევე შედიოდა სამკაულები, მასიური ყელსაბამი სხვადასხვა ზომის უზარმაზარი ქვებით, ასევე ოქროს მძივები. მაგრამ მთავარი და ყველაზე შთამბეჭდავი დეკორაცია მისი ანგელოზის ფრთები იყო, რომლებიც კოსტიუმების დიზაინერებმა ოქროსი შექმნეს.

მეორედ მოდელი პოდიუმზე შავი ფერის კომპლექტშიც გამოვიდა. ლუქს ასევე ამშვენებდა ბრენდის მონოგრამით გამოსახული წინდები, რომელიც კრისტალებით იყო მორთული. კენდისს ასევე გრძელი ხელთათმანები ეცვა და მსუბუქი შიფონის მოსასხამი ეხურა, რომელიც სცენაზე ნაზად ფრიალებდა.

შეგახსენებთ, რომ სვეინპოლი პირველად „ვიქტორია სიკრეტის“ ჩვენებაზე 2007 წელს გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები