კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმის, „კრიმინალური საკითხავის“ გამოსვლიდან 30 წელი გავიდა. კინომოვლენის იუბილეს აღსანიშნავად, კალიფორნიაში, TCM Classic Film Festival-ზე ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც ლეგენდარული მსახიობები დაესწრნენ.
ჯონ ტრავოლტა წითელ ხალიჩაზე ულამაზეს ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა, მას კოლეგა უმა თურმანი დიდი ემოციებით შეხვდა და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
იქ იმყოფებოდა სემუელ ელ ჯექსონიც, რომელმაც ამ დღეს გრძელი თეთრი პერანგი მოირგო და შესანიშნავად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებას არ დასწრებია ფილმის რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო. ვარსკვლავებს შორის არ იმყოფებოდა ბრიუს უილისიც რომელიც ახლა ურთულეს დაავადებას დემენციის ებრძვის.
უმა თურმანისა და სემუელ ელ ჯექსონის ემოციური შეხვედრა 28 წლის შემდეგ
ფოტო: ტვისტი 28 წლის შემდეგ – უმა თურმანი და ჯონ ტრავოლტა გამარჯვებულის გამოცხადების დროს აცეკვდნენ