„ძლიერი საქართველო-ლელომ” და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. კანდიდატები მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ წარადგინეს.
მუხიანის სამაჟორიტარო ოლქში „ლელო-ძლიერი საქართველოდან” გრიგოლ გეგელია დასახელდა, ხოლო ზაჰესისა და ავჭალის სამაჟორიტარო ოლქში გიორგი რეხვიაშვილი.
რაც შეეხება გლდანს, „ძლიერი საქართველო-ლელოდან“ გლდანის მიკრორაიონების ნაწილში მაჟორიტარობის კანდიდატად ჯუბა ლოლაძე წარადგინეს, ნაწილში კი პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის” წევრი კობა კობალაძე.