ლენი კრავიცი, რომელმაც 26 მაისს, 60 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო ორი დღით ადრე, მე-12 სტუდიური ალბომი – Blue Electric Light გამოუშვა, 11 სექტემბერს, MTV Video Music Awards-ზე იმღერებს. წლევანდელ VMAs-ზე, სიმღერის Human კლიპისთვის, ის ,,საუკეთესო როკ ვიდეოს” ნომინმაციაშია წარდგენილი. პირველად, კრავიცი პრემიაზე დებიუტისთანავე, 1990 წელს წარადგინეს, ეს კი მისი მერვე ნომინაციაა. მან აქამდე 2-ჯერ მოიგო და ამ დრომდე არ მიუღია სპეციალური, ,,მაიკლ ჯექსონის ვიდეო ავანგარდის ჯილდო”.
აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს, საკულტო არტისტის მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 30 წლის იუბილე აღინიშნება. ვარაუდობენ, რომ პერფორმანსი, რომელსაც ლეგენდარული შემსრულებელი აუდიტორიას წარუდგენს, სწორედ მისი შემოქმედების საიუბილეო თარიღს მიეძღვნება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, შოუს წამყვანად – Megan Thee Stallion დასახელდა. ასევე, ცნობილი გახდა ცერემონიაზე გამომსვლელ არტისტთა მოკლე სია, რომელსაც ამჟამად, ლენი კრავიცის გარდა, სხვა ახალი სახელები, მათ შორის: ბენსონ ბუნი, ლისა და ჰოლზი დაემატა.
ვიდეო: MTV Video Music Awards-ის წამყვანის ვინაობა ცნობილია


