ლიონელ მესიმ ახალი ბიზნეს მიმართულება აღმოაჩინა.
Relevo-ს ცნობით, არგენტინელი ველოსიპედის დიდი მოყვარულია და უახლოეს თვეებში საკუთარ პერსონალურ ველოსიპედს გამოუშვებს გასაყიდად.
ეს იქნება პრემიუმ მოდელი, რომელიც შეედრება მსოფლიოს საუკეთესო ველოსიპედებს. გამოსვლის ოფიციალური თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ მესი და მისი გუნდი ველოსპორტის ბაზარზე გამოჩენას 2025 წელს გეგმავენ.
ველოსიპედი დამზადდება მსოფლიო დონის ცნობილ ველოსიპედისტთან თანამშრომლობით და მისი ფასი 10 000-დან 15 000 ევრომდე იმერყევებს.