ლეონარდო დიკაპრიო, საცოლესთან, ვიტორია ჩერეტისთან და მეგობართან, ტობი მაგუაირისთან ერთად ლოს-ანჯელესის ცნობილი რესტორნიდან გამოსვლის დროს დააფიქსირეს.
50 წლის ოსკაროსანი მსახიობის აღნიშნული გამოჩენა მართლაც გამორჩეული იყო. ვარსკვლავი, რომელიც ყველანაირი გზით ცდილობს კამერებისგან დამალვას და მუდამ პირბადით ჩნდება, ამჯერად მის გარეშე იყო წარმოდგენილი.
ამ დღეს მას კრემისფერი ჰუდი ეცვა და Dodgers-ის ქუდი ეხურა.