LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ რჩეული, ვიტორია ჩერეტი ჰოლივუდის ყველაზე დიდ საღამოზე პირველად მიიყვანა

502
page

„ოსკარების“ 2026 წლის ცერემონიაზე ლეონარდო დიკაპრიო განსაკუთრებული სტუმრის თანხლებით გამოჩნდა. მსახიობმა ჰოლივუდის ყველაზე პრესტიჟულ საღამოზე თავისი შეყვარებული, იტალიელი მოდელი ვიტორია ჩერეტი პირველად მიიყვანა.

„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია

საზოგადოება მიიჩნევს, რომ ჩერეტის „ოსკარებზე“ გამოჩენა იმის ნიშანია, რომ წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ ეტაპზე გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად არ გამოჩენილა, ჩერეტი მსახიობის გვერდით იჯდა დარბაზში და თავისი ელეგანტური სტილით დიდი ყურადღებაც მიიქცია. მოდელმა ღონისძიებაზე თამამი, წითელი კაბა მოირგო.

აღსანიშნავია, რომ დიკაპრიოს იშვიათად მიჰყავს პარტნიორები „ოსკარების“ ცერემონიაზე. ბოლოს ის ასეთ ღონისძიებაზე 2020 წელს გამოჩნდა მაშინდელ შეყვარებულთან, კამილა მორონესთან ერთად.

მანამდე კი, 2005 წლის დაჯილდოებაზე, მსახიობმა ცნობილ სუპერმოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი მიიყვანა.

„ის ყურადღებით აკვირდებოდა ლეოს არჩევანს, ურჩევდა, რომელი სამოსი უხდებოდა ყველაზე მეტად და ფასებსაც დეტალურად ამოწმებდა“ – ლეონარდო დიკაპრიოსა და ვიტორია ჩერეტის „დიდი შოპინგი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები