ვიქტორია ლამასი ახლა ყველა წამყვანი მედიის ყურადღების ცენტრშია. ეს იმის გამო, რომ გოგონა ცოტა ხნის წინ პაემანზე ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გამოჩნდა. 48 წლის ლეო და 23 წლის ვიქტორია პაპარაცებმა დასავლეთ ჰოლივუდში გადაიღეს. უკვე დღეს დასავლური მედია წერს, რომ 23 წლის მოდელი 90-იანი წლების ცნობილი მსახიობის, ლორენცო ლამასის ქალიშვილია.
საინტერესოა, რომ თავად ვიქტორია 1999 წელსაა დაბადებული, ანუ ზუსტად ორ წელიწადში მას მერე, რაც ეკრანებზე ლეონარდოს ყველაზე ცნობილი ფილმი „ტიტანიკი“ გამოვიდა.
ლეოსა და ვიქტორიას რომანი ოფიციალურად არ დადასტურებულა. ისინი ღამის კლუბიდან ცალ-ცალკე გამოვიდნენ, თუმცა მანქანაში ერად ჩასხდნენ. მანამდე ლეო ცნობილ მოდელთან, ჯიჯი ჰადიდთან პაემანზეც შენიშნეს.
ნახვამდის ჯიჯი! – ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის წლის მსახიობთან პაემნის დროს გადაიღეს
მისტიკური სტატისტიკა – ლეოს „კლუბი 25“ – ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება