მას შემდეგ, რაც ლეონრადო დიკაპრიო კამილა მორონეს 4 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, ტაბლოიდები აქტიურად წერდნენ ლეოსა და 27 წლის მოდელის, ჯიჯი ჰადიდის რომანის შესახებ. წყვილი ერთად არაერთხელ გამოჩნდა, თუმცა, როგორც ჩანს, მათი რომანი წარსულს ჩაბარდა.
ცოტა ხნის წინ 47 წლის ოსკაროსანი ლეო დამწყებ მსახიობთან, 23 წლის ვიქტორია ლამასთან ერთად პაემნის დროს გადაიღეს. წყვილი კლუბიდან გამოსვლის შემდეგ ერთ მანქანაში ჩაჯდა, რომელსაც თავად ლეო მართავდა.
ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა თეორია, საიდანაც ვიგებთ, რომ მსახიობი 25 წელს გადაცილებულ ქალებს მართლაც არ ხვდება. ინტერნეტსივრცეში უკვე შეარქვეს ლეოს სტატისტიკას „კლუბი 25“.
რა ეცვა წყვილს – ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი „ჰელოუინის“ წვეულებაზე ერთად მივიდნენ
მისტიკური სტატისტიკა – ლეოს „კლუბი 25“ – ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება