ორი კვირის წინ, ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის დამწყებ მსახიობთან ვიქტორია ლამასთან გადაიღეს. წყვილი კლუბიდან გამოდიოდა და მანქანაში ჯდებოდა. მალევე გაირკვა, რომ 48 წლის ლეოს ახალი რჩეული 90-იანი წლების ვარსკვლავის, ლორენცო ლამასის ქალიშვილია.
სწორედ მისი ინტერვიუ გავრცელდა ახლახან, ლორენცომ ქალიშვილისა და ოსკაროსანი დიკაპრიოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
„მე ვიცი, რომ ჩემი ქალიშვილი ლეონარდო დიკაპრიოს დიდი თაყვანისმცემელია. მათ ცოტა ხნის წინ გაიცნეს ერთმანეთი. ვიქტორიამ მითხრა, რომ ის დამწუხრებული იყო ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ჭორების გამო“, – აცხადებს ლორენცო ლამასი.
ლეონარდო დიკაპრიოს ახალი რჩეული 90-იანი წლების ვარსკვლავის შვილია
გაიცანით ლეოს ახალი გოგო, ვიქტორია ლამასი, რომელიც „ტიტანიკის“ გამოსვლიდან ორ წელიწადში დაიბადა
ნახვამდის ჯიჯი! – ლეონარდო დიკაპრიო 23 წლის წლის მსახიობთან პაემნის დროს გადაიღეს