LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექციაზე ლექტორი რომაელი მეომრის აღჭურვილობით მივიდა [ფოტოები]

334
NIKAXOFERIA

ჯიპაში უცნაური ლექცია ჩატარდა – ლექტორი ნიკა ხოფერია სტუდენტების წინაშე რომაული აღჭურვილობით წარსდგა.

როგორც ნიკა ხოფერია ამბობს, რომის ისტორია მისი სისუსტეა და საკითხს ასე კრიატიულად სწორედ ამიტომაც მიუდგა.

გარდა იმისა, რომ ლექტორად სტუდენტებს რომაელი მებრძოლი ჰყავდათ, მათ რომაელებზე გადაღებული ფილმიდან სცენებიც ნახეს და რომაული სამაგიდო თამაშებიც ითამაშეს.

“რომის ისტორია ჩემი ერთ-ერთი “სისუსტეა”, ის რაც ყველაზე მეტად მიყვარს ღრმა ბავშვობიდან, მეორე პუნიკური ომის ტიტუს ლივიუსისისეული აღწერიდან მოყოლებული. ამ სემესტრში საქართველოს ისტორიას ვასწავლი სტუდენტებს GIPA-ში. მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა. დიდი ხანია მინდოდა მსგავსი ლექციის მოწყობა და იდეას ხორცი შევასხი ჩემი მეგობრის, გამორჩეული ნეოკლასიცისტი მხატვრისა და რომის ისტორიის დიდი მოყვარულის, ბრუნო ვეფხვაძის დახმარებით, რომელიც ყოველთვის ენთუზიაზმით ხვდება ასეთ ამბებს. გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წომის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion) რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ. ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ ბოლოს ? GIPA-მდე მისვლამდე და ეზოში ინტერესიც არანაკლები იყო. მიხარია რომ სტუდენტებს მოეწონათ, მე და ბრუნომაც ჩვენი რომაული ჭია გავახარეთ” – წერს ნიკა ხოფერია.

ლექტორი სტუდენტებს მოუწოდებს, რომ ლექციები არ გააცდინონ, რადგან “დესერტები კიდევ წინ არის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g