LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ბეჟაშვილი – ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში

117
Capture

„ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში“,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ოპოზიციასა და მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საუბრის თემა ასევე შეეხებოდა ხელახალ არჩევნებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მიემგზავრება. ის დაესწრება ინაუგურაციის პროცესს და ეს უკვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტია, რითაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებს და დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით.

მნიშვნელოვანია, რა პოლიტიკურ გზავნილებს ჩაიტანს სალომე ზურაბიშვილი. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს ჩვენ პარტნიორებთან საუბრის დროს.

ამავე დროს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე.

ძირითადად ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსთვის“, „სტრატეგია – აღმაშენებელი“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g