LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

122
123

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორივე ქვეყანა მსოფლიო და რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს წარმატებით ახორციელებს.

აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლებში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, ხოლო 2022 წელს მეორე პოზიციაზე იყო ქვეყნის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. საქართველო, თავის მხრივ, აზერბაიჯანში ისეთი პროდუქციის ექსპორტის გაზრდითაა დაინტერესებული, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, სურსათი, აზოტოვანი სასუქები, ცემენტი და სხვ. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულს ინფორმაცია მიაწოდა პლატფორმის – www.Tradewithgeorgia.com  შესახებაც და გამოთქვა იმედი, რომ აზერბაიჯანის საქმიანი წრეები მისი მეშვეობით ორმხრივი სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას შეძლებენ.

შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის ინვესტიციის სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო. საქართველოს აზერბაიჯანელ ინვესტორებთან ისეთ სექტორებში თანამშრომლობა სურს, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, აგრომრეწველობა, ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მრეწველობა და სხვა.

ასევე, საუბარი წარიმართა ორმხრივი და რეგიონული პროექტების განვითარებაზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი შუა დერეფნის განვითარებითა და ახალი სატრანზიტო ტვირთების მოზიდვითაა დაინტერესებული. მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე არსებული ვითარებაც განიხილეს, აგრეთვე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g