LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი დავოსში ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის Neusoft-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

146
13

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის მულტინაციონალური კორპორაციის Neusoft-ის უფროს ვიცე-პრეზიდენტს ჩენ შიმენს შეხვდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოყვანის მიზნით, მათთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებაზე, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს (5%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 5%-იანი მოგების გადასახადი). ითქვა, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის 100-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ოპერირებს, რომლებმაც ადგილობრივებისთვის ახალი სამუშაო ადგილები შექმნეს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივი IT სექტორისთვის კადრების მომზადება-გადამზადების პროგრამებს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები