LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან გელბახიანის მორიგი აღიარება – „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს

178
20191109112522

ფილმი, რომლის პრემიერა საქართველოში საპროტესტო აქციების  ფონზე გაიმართა, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჯერად “და ჩვენ ვიცეკვეთ” წლის საუკეთესო ფილმად დაასახელეს შვედეთში.

რეჟისორ ლევან აკინის სურათმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი”, ხოლო  თავად ფილმის რეჟისორი კი საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.  რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელს ლევან გელბახიანს,  ჟიურიმ ის წლის საუკეთესო მსახიობად აღიარა.

The Guldbagge Awards-ის დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში  ჩატარდა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბოლო კვირაში 5 ჯილდოს მფლობელი გახდა

ერთ თვეში კიდევ ერთი ჯილდოს მოლოდინშია ფილმის მთავარი გმირი. ბერლინის 70-ე კინოფესტივალზე ამომავალი ვარსკვლავების სტატუსით, 10 მსახიობს შორის იქნება ლევან გელბახიანიც.

სია ცოტა ხნის წინ  „ევროპული კინოს პრომოუშენმა“   გამოაქვეყნა.  ბერლინალეს მსვლელობისას ლევან გელბახიანი და მისი უცხოელი კოლეგები კასტინგის დროს წამყვან დირექტორებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს შეხვდებიან. 24 თებერვალს კი ახალგაზრდა მსახიობთა ათეულს ბერლინში „ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს“ გადასცემენ.

ლევან გელბახიანი ევროპის ამომავალი ვარსკვლავია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g