27 აგვისტოს, მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
ამასთან, ლევან კბილაშვილის სახლსა და მუზეუმში, მომღერლის მიერ შესრულებული ამ დრომდე ბევრისთვის უცნობი ნახატები გამოიფინა.
აღნიშნულ სივრცეში განთავსებულია ლევან კბილაშვილის შემოქმედებასთან დაკავშირებული რეკვიზიტები – სასცენო კოსტიუმები, ინსტრუმენტები და ფოტოები, რომლებიც სცენაზე, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შემსრულებელთან ერთად არის გადაღებული.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის…
მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.
ლევანომ თავისი ნიჭითა და შრომით დიდი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში.
აღმოაჩნდა ასევე განსაკუთრებული ხატვის ნიჭი, რაც მისი წასვლის შემდეგ გავიგეთ.
ნახატებით გადმოსცა ის სიღრმე, რასაც თავად ატარებდა გულში…
დღეს ეს ყველაფერი უკვე ცოცხალ ისტორიად იქცა, ხოლო მუზეუმი — სივრცედ, სადაც მისი სულიერი სამყარო აგრძელებს სიცოცხლეს.
მისი სახელი მხოლოდ პროფესიულ მიღწევებს არ უკავშირდება.
ლევანო იყო უანგარო, მეგობრული, სიკეთით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეეძლო თითოეულისთვის გულწრფელი სითბო და სიყვარული გაეზიარებინა უპირობოდ.
მისი ადამიანური დამოკიდებულებები სამაგალითოა.
მისი შესაძლებლობები, მემორიალური დაფა, მუზეუმი და ლევანოს სახელობის ქუჩა დარჩება შთაგონებად მომავალი თაობებისთვის…
უდიდესი მადლობა ლევანოს ოჯახს სიყვარულისთვის…“ – წერს მაკა ჩხოტუა სოციალურ ქსელში და ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებს.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის… მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელობის ქუჩაზე მისი მემორიალური დაფა…
Posted by Maka Maia Chkhotua on ოთხშაბათი, 27 აგვისტო, 2025
შეგახსენებთ, მომღერალი ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა.