„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის სალომე ზურაბიშვილისთვის მოწოდებას ეხმიანება, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებული მტკიცებულებები გაუზიაროს.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი პრეზიდენტს ურჩევს არ წავიდეს პროკურატურაში, ვინაიდან ნიკოლეიშვილის თქმით, თავადაც [სალომე ზურაბიშვილმა] იცის, რომ „არანაირი სერიოზული მტკიცებულება“ არ გააჩნია.
„სალომე ზურაბიშვილმა ამერიკიდან მეთიუ მილერის ბრძანება მიიღო, რომ მის ხელთ არსებული მტკიცებულები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გამოძიებას გაუზიაროსო. ანუ ადექი, ჩაიცვი და საქართველოს პროკურატურაში მიბრძანდი ჩვენების მისაცემადო. ოპოზიცია კი იძახოდეს არ უნდა მივიდესო, ჩვენი დედინაცვალი სალომეო, თან მაგის ლაპარაკი რომ ვიცით, თან არაფერი ფაქტები, რომ არ გვაქვს დავიღუპებითო, მაგრამ უკაცრავად ეს მეთიუ მილერის ბრძანებაა. არც ის გამოვა საპარლამენტო მდივანი რომ გყავს ბატონი “იმიტომ“ გაგზავნო, ან ვინმე ადვოკატი, სალომეო, დიახ, დიახ სალომე ზურაბიშვილიო-მეთიუმ. ეს ჩვენ არ გვაღელვებს ბატონი მეთიუ მილერის ნათქვამები, თორემ ზურაბიშვილს ხომ არ დაავიწყდა ან მისი უფროსი ვინ არის, ან თავი მართლა ვინმე ხომ არ ჰგონია, ან მისი შვილები სად და ვისთან მუშაობენ?! ასე, რომ როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა მგონი იცის, რომ უფროსების ბრძანებას შესრულება უნდა, თან უყოყმანოდ, თორემ უფროსებმა გაბრაზებაც იციან!
p.s. ისე მაინც ვერ ვისვენებ და ისევ რჩევას ვაძლევ ქალბატონს: არ წახვიდე პროკურატურაში, ხომ იცი არანაირი სერიოზული მტკიცებულება არ გაქვს და ძალიან გაბანძდები, ამიტომ არ ჯობია, იქეთ უცხოელ უფროსებს მიაფურთხო, როდემდე უნდა გათამაშონ თოჯინასავით, აქეთ კი ამ ოპოზიციას ბოლოსდაბოლოს გაიხსენე რას არ გეძახოდნენ, როგორ გაგინებდნენ და გლანძღავდნენ … ორი თვის დედაც ვატირე, ადექი და გადადექი, გადადექი, დამიჯერე ეს მართლა ყველაზე კარგი გამოსავალია!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.