LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რაზმაძე: სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემები ბიზნესთან თანამშრომლობით მოგვარდება

115

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ბიზნესთან შეხევდრები გრძელდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე დღეს გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს  შეხვდა.

როგორც რაზმაძემ განაცხადა, წინა, 12 შეხვედრა  სხვადასხვა სფეროშო მოღვაწე მონაწილე ბიზნესთან გაიმართა.  შეხვედარებზე გამოთქმული შენიშვნების 90%-ზე მეტი კი უკვე გადაწყვეტილია.

„სახელმწიფო განუხრელად უდგას გვერდში ბიზნესს იმ საკითხების გადაწყვეტაში,  რაც სახელმწიფო შესყიდვების სფეროს ეხება. დეკემბერში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების თაობაზე ბიზნესმენებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, სადაც იქნება წარმოდგენილი ანგარიში მათ მიერ დაყენებულ საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით,“- განაცხადა რაძმაძემ.

მისი  თქმით, ბიზნესმენებთან შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე  სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემების ჩამონათვალი მინიმუმადე არ შემცირდება.

ბიზნესის წარმომადგენლებმა დღევანდელ შეხვედრაზე მოისმინეს ის სიახლეები, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დაინერგა და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შემდეგი, მეთოთხმეტე შეხვედრა 9 ნოემბერს  ჩატარდება და მოწვეულები იქნებიან სასტუმროების მომსახურების  სფეროში დასაქმებული მიმწოდებლები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება.

 

magti 5g