LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიებისფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს

224
ლევან სამუშია

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია 20-21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებული მიმდინარე გამოძიებისფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან სამუშიას თქმით, ის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.

„დამიკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც განმიცხადა, რომ სურდათ ჩემი მოწმის სახით დაკითხვა, რაზეც ვუპასუხე, რომ მაგისტრატი მოსამართლის მეშვეობით მივცემდი გამოძიებას ჩვენებას. შესაბამისად, ველოდები შეტყობინებას, თუ როდის დაინიშნება სასამართლოში სხდომა და მივალ. ჩემთვის დრო უცნობია, ალბათ, ეს ამ დღეებში იქნება“, – განაცხადა სამუშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g