ლია ახეჯაკოვა პირველი იყო რუს არტისტებს შორის, რომელმაც ღიად დაგმო პუტინის აგრესია უკრაინაში და ქვეყანა მალევე დატოვა. ამჯერად, ცნობილმა მსახიობმა უკრაინაში რუსულ აგრესიაზე გადაცემაში ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე ისაუბრა და აგვისტოს ომიც გაიხსენა.
ლია ახეჯაკოვამ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა:
“მე არ ვარ პოლიტოლოგი, მაგრამ ვამტკიცებ, რომ საქართველო რუსეთს თავს ვერ დაესხმეოდა, ვერცერთი მხრიდან…
თავს ვგრძნობ ძალიან დამნაშავედ. ეს ე.წ. სპეცოპერაცია რუსეთის მოქალაქეების სახელით ეწყობა. საქართველოსთან იმდენად დამნაშავე ვართ, რომ მე პატიებასაც ვერ გთხოვთ.
ახლა ჩვენთან ნამდვილ ინფორმაციას ფეიკს ეძახიან ფეიკს – ნამდვილს. იმდენი სადამსჯელო კანონი შემოიღეს, როცა იცი ციხეში მოხვდები ცოტა რთულია ყველამ გააპროტესტო. ახლა ძალიან ძნელია, სიმართლე დაამტკიცო აქ.
ისე წავა ჩვენი საქმე, რომ ამიერიდან გასტროლებს მხოლოდ ჩინეთში თუ მოვაწყობთ, რა აზრი აქვს იქ ჩასვლას”, – ამბობს ლია ახეჯაკოვა.