One Direction-ის ყოფილი წევრის, ლიამ პეინის ტრაგიკულ გარდაცვალებაში, შესაძლოა, Diddy-ის ხელი ერიოს. აღნიშნული ინფორმაცია აქტიურად ჟღერდება სოციალურ ქსელებში.
მედიაში წერენ, რომ შესაძლოა ლიამმა რეპერის ირგვლივ ატეხილი სკანდალის უცნობი დეტალები იცოდა და ამის გამჟღავნებას გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, პეინმა ლეიბლ, Universal Music-თან 8 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნულ ლეიბლთან კი რეპერს მჭიდრო კავშირი ჰქონდა.
შეგახსენებთ, 31 წლის არტისტი, გასულ კვირას ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა.
ცნობისთვის, ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ Diddy მსახიობის, ჯეიმი ფოქსის ლიკვიდაციას ცდილობდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფოქსის პირადმა მცველმა განაცხადა. ამ გზით რეპერი მოწმის მოშორებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, ფოქსმა Diddy-ის სკანდალური „თეთრი წვეულებების“ შესახებ იცოდა და ყოველივე ამის გახმაურებას და სამართალდამცავების საწმის კურსში ჩაყენებას გეგმავდა.
Diddy ჯეიმი ფოქსის ლიკვიდაციას ცდილობდა – ცნობილია მიზეზი