LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიანდაგებზე აგებულმა თოვლის ბაბუამ მატარებელი დააზიანა

50

ლიანდაგებზე აგებულმა თოვლის ბაბუამ გერმანიაში მატარებელი დააზიანა. ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. უცნობმა პირებმა ნახევარი მეტრის სიმაღლის თოვლის კაცი შუა ლიანდაგზე ააშენეს, რამაც მემანქანე ძალიან დააბნია, ის ვერ მიხვდა მის წინ ადამიანი იყო თუ სხვა რამ, ამიტომ სასწრაფოდ გაჩერდა.

როგორც რკინიგზის დეპარტამენტში აცხადებენ, ავარიული გაჩერების გამო მატარებლის სისტემა დაზიანდა და სპეციალისტებმა ზარალი 5 ათას ევროდ შეაფასეს. ხოლო, თუ რისთვის დასჭირდათ უცნობ პირებს მატარებლის გაჩერება და იყო თუ არა ეს უბრალოდ შემთხვევითობა – ამას სამართალდამცავები გამოძიების შედეგად დაადგენენ.

აღსანიშნავია, რომ მატარებელი სატვირთო იყო და მასში მგზავრები არ იმყოფებოდნენ, ამიტომ არავინ დაზარალებულა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები