LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის კამპანია „გაზარდე შენი ბიზნესი“ და საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე

765
ლიბერთი

ლიბერთი, კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, ბიზნეს და აგრო სესხებზე საგაზაფხულო შეთავაზებას აგრძელებს. აქცია ვრცელდება როგორც არსებულ და ახალ მომხმარებლებზე, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სესხებზე.

აღნიშნულ აქციაზე „ბიზნესნიუსში“ დეტალურად საუბრობენ ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე და მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ხათუნა ჭელიძე.

– ირაკლი, რას მოიცავს ეს აქცია?

– საგაზაფხულო აქცია, რომელიც მოქმედებს კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, 1 მარტიდან დაიწყო და გრძელდება 30 აპრილამდე, შესაბამისად, ვისაც კარგი შეთავაზების კარგი პირობებით მიღება სურს, უნდა იჩქაროს. აქციის ფარგლებში ლიბერთის მომხმარებელი  ისარგებლებს ქეშბექით, ანუ სესხის აღებიდან 1 თვის ვადაში, მას აღებული თანხის 2% დაუბრუნდება ანგარიშზე და მომხმარებელი მისი ნებისმიერი მიზნით გამოყენებას შეძლებს

– ხათუნა, ვის შეუძლია აღნიშნული აქციით სარგებლობა და რა სარგებელს მიიღებს მეწარმე მასში მონაწილეობით?

– ყველა ის მომხმარებელი, რომელიც დღეს ლიბერთი ბანკში ბიზნეს ან აგრო სესხით სარგებლობს, ლიბერთი ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც აქამდე არ უსარგებლია აღნიშნული სესხით და ასევე, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის იგივე სეგმენტის მომხმარებელი. სესხის თანხა განისაზღვრება 1000-დან 50 000 ლარამდე. სესხის აღებისთვის და აქციაში ჩართვისთვის მთავარია, რომ მომხმარებელს შემოსავალი ჰქონდეს ბიზნესიდან ან აგრომეურნეობიდან. რაც შეეხება სესხის მიზნობრიობას, არ არის შეზღუდული. კერძოდ, მომხმარებელს შეუძლია ეს თანხა გამოიყენოს ბიზნეს და აგრო მეურნეობის გასაფართოებლად ან პირადი მიზნებისთვის.

– ირაკლი, ითვალისწინებთ თუ არა სეზონურ ციკლს და როგორია სესხის გადახდის გრაფიკი?

– რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ სესხის გაცემამდე სიღრმისეულად ვაანალიზებთ მომხმარებლების შემოსავლებს და საჭიროებებს და ამის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენი სეგმენტის მომხმარებლების ბიზნესები და აგრო მეურნეობების უმეტესი ნაწილი მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. კერძოდ, ბიზნესები ემზადებიან ზაფხულისთვის, იმატებენ სასაქონლო მარაგებს, ფერმერები და აგრო მეურნეობები კი ეწევიან საგაზაფხულო სამუშაოებს, რისთვისაც უწევთ ხარჯების გაწევა. შემოსავლის მიღებას კი იწყებენ მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ. სწორედ ამიტომ, გადახდებს ვურგებთ შემოსავლებს, რაც გულისხმობს როგორც საშეღავათო პერიოდის მიცემას, ისე ნებისმიერი ტიპის არასტანდარტულ გრაფიკს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს, გარდა ქეშბექისა, აქციის ფარგლებში ფინანსურ რესურსებზე სწრაფად წვდომასაც ვთავაზობთ – განაცხადის შევსებიდან სესხით სარგებლობა მათ რამდენიმე საათში შეუძლიათ. საგაზაფხულო სამუშაოებისას, დრო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ ამ კუთხითაც ვუქმნით ჩვენს მომხმარებლებს კომფორტს და იგი ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე იღებს სესხს და თან აქციაშიც ერთვება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – აღნიშნული სესხები გაიცემა უზრუნველყოფის გარეშე, ანუ სესხის ასაღებად არ მოითხოვება არც უძრავი ქონება და არც თავდებობა.

– ხათუნა, როგორია სამომავლო გეგმები ამ აქციასთან და ზოგადად კამპანიასთან მიმართებით?

– კამპანია „გაზარდე შენი ბიზნესი“ ლიბერთიმ გასულ წელს დაიწყო. მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდი იყო, რომ ის გაგრძელდა წელსაც. ზოგადად, ვცდილობთ, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი და მომსახურება ზუსტად იყოს მორგებული კამპანიის შინაარსს და მომხმარებლების ინტერესებს. კამპანია კიდევ უამრავი სიახლით გაგრძელდება, დავრჩებით ორიენტირებულნი მომხმარებლების შემოსავლებსა და საჭიროებებზე, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესების და აგრომეურნეობების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

ირაკლი, მას შემდეგ, რაც აქცია დაიწყო, რამდენად აქტიურად ჩაერთო მასში მომხმარებელი?

– გამოხმაურება მართლაც ძალიან დიდია და დიდი აქტიურობაა ყველა რეგიონიდან. სხვათა შორის, ელოდებოდნენ კიდევაც ჩვენი მომხმარებლები და პოტენციური მომხმარებლები, რომ ლიბერთი საგაზაფხულოდ მათზე მორგებულ პირობებს გამოიტანდა ბაზარზე.

– დროთა განმავლობაში იზრდება თუ არა მომხმარებლის ნდობა ასეთი აქციების მიმართ?

– როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მომხმარებლის შემოსავლებით ვხელმძღვანელობთ, ვცდილობთ, სწორად შევაფასოთ ისინი და სწორედ შეფასებული შემოსავლებიდან გამომდინარე გავცეთ სესხი. ჩვენი ინტერესიცაა, მომხმარებელი რაც შეიძლება სწორად დაფინანსდეს, რათა თანხა ფინანსურ ტვირთად კი არ ექცეს, არამედ მისი მეშვეობით ბიზნესი გაზარდოს. ამიტომ, როცა მომხმარებლები ხედავენ, რომ ჩვენ მათი გრძელვადიანი პარტნიორები ვართ, უფრო თამამად მოდიან თანამშრომლობაზე. ამ ყველაფერს მოქნილი პირობების მქონე აქციაც რომ ემატება, მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობაც იზრდება.

mazda magti 5g