LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიაში გემი და მასზე მყოფი ეკიპაჟის ქართველი წევრები დააკავეს – საგარეო უწყებამ მოკვლევა დაიწყო

88

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიაში დაკავებული გემის ეკიპაჟის ქართველ წევრებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს.

გუშინ მივიღეთ ჩვენ ეს ინფორმაცია და მას შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი არხებით ცდილობს დეტალების გარკვევას, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, ვინ არის ჩართული ინფორმაციის მოკვლევის პროცესში.

ლიბიაში ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ ქართული მხარისთვის ცნობილი გუშინ, გვიან საღამოს, გახდა.

დაკავებული მეზღვაურებიდან სამი ქართველია, მათ შორის გემის კაპიტანიც. დაკავება, სავარაუდოდ, არალეგალური ტვირთით არალეგალურ ნაოსნობას უკავშირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g