ლისას გულშემატკივრებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ მათი კუმური ჰონგ კონგ-ჰოლანდიელი დიზაინერის, კეისინგ ლანგის მიერ შემქნილი საკოლექციო დიზაინერული ფუმფულა სათამაშო მონსტრი ელფის – ,,ლაბუბუ” ფანია.
„ლაბუბუს“ შემქმნელი ჩინეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ათეულში მოხვდა
ლონდონში გამართული პერფორმანსისას, ,,ბლექფინქის” ერთ-ერთი ვოკალისტის სიყვარული ტრენდული აქსესუარისადმი, უდავოდ თვალშიცაცემი აღმოჩნდა.
საქმე ისაა, რომ ლისა სცენაზე თანაგუნდელებისგან განსხვავებული ლუქით წარდგა. მას ვარდისფერი ლაბუბუს ინსპირაციით შექმნილი კოსტიუმი ეცვა, რომელსაც ამავე ფერის ჯიმი ჩუს ჩექმები შეუხამა.
,,ლიბუბუ” – აღნიშნა ლისას მისამართით როუზიმ.
ლისა სცენაზე ქართველი დიზაინერის ლუქით გამოჩნდა
შეგახსენებთ, რომ ევროპის მასშტაბით, Blackpink-ის მსოფლიო ტურნეს – Deadline კონცერტების სერია 16 აგვისტოს, ლონდონში დასრულდა.
Blackpink-მა უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტი Spice Girls-ის ჰიტით – Wannabe დახურა