LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვაში რუსული ნომრების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა

119
ლიეტუვა

ლიეტუვაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც რუსული ნომრების მქონე ავტომობილების ექსპლუატაციას კრძალავს. დაწყებული დღეიდან, ქვეყანაში აღარ უნდა დარჩეს არც ერთი მანქანა, რომელსაც რუსული ნომერი ექნება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატიური კორპუსისთვის, ასევე გარკვეული სატრანზიტო მარშრუტებისთვის. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც, ლიეტუვას საზღვრებში 24 საათზე მეტის გატარება დაუშვებელი იქნება და მანქანაში უნდა იმყოფებოდეს მისი მეპატრონეც.

10 მარტის მონაცემებით ლიეტუვაში 50-მდე რუსული ავტომობილი იყო დარჩენილი. თუკი მათ ამ დროისთვის საზღვრები არ დაუტოვებიათ, მეპატრონეებს 200 ათას დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ, სატრანსპორტო საშუალებასაც დაკარგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები