LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისა, დოჟა ქეთი და რეი ერთობლივ სიმღერას გამოუშვებენ

164
BLACKPINKs-Lisa-Raye-and-Doja-Ca

ბოლო დღეების განმავლობაში, ქსელში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლისამ სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომის – Alter Ego მომავალ სინგლზე დოჟა ქეთთან და რეისთან ითანამშრომლა.

ლისას სადებიუტო ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია

მიუხედავად იმისა, რომ ტრიოს ოფიციალური კომენტარი კოლაბორაციასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, ინტერნეტში ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტო გავრცელდა, რომელზეც სამეული ერთადაა აღბეჭდილი.

სპეკულაციას ხელს უწყობენ არტისტებთან დაახლოებული პირებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სიმღერა თანმხლებ კლიპთან ერთად დღის სინათლეს თებერვალში, ლისას დისკის რელიზამდე იხილავს.

მოარული ხმების თანახმად, განიხილება შემსრულებლების ერთობლივი ჩანაწერის ლაივ პერფორმანსიც, რომელიც ,,გრემიზე” ან BRIT Awards-ზე შედგება.

2025 წლის ,,გრემის” ნომინანტები დასახელდნენ – ბიონსემ ახალი რეკორდი დაამყარა

საიუბილეო BRIT Awards-ის გამართვის თარიღი და წამყვანის ვინაობა ცნობილია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები