ლიზა ბაგრატიონმა „იმედის დღეში“ ეკო ფანგანის კითხვებს უპასუხა და ისაუბრა სამოსისა და აქსესუარების დიზაინის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებასა და გატაცებაზე.
ლიზა ბაგრატიონი:
„სცენაზე რაც მაცვია, 99% არის შეკერილი. ხან ჟურნალში ჩავიხედები, ხან ინტერნეტში და მერე რაღაცას ვამატებ. მყავს ნინო, რომელმაც ბანკეტის კაბა შემიკერა და მას მერე ერთად მოვდივართ, შვილიშვილების ნათლია ვარ მისი, ოჯახის წევრია, პრაქტიკულად. პანდემიის დროს მივხვდით, რომ რაღაცით უნდა გავერთოთ. ყველა ჩემი მეგობრის, მათი შვილების ბანკეტებისა და საქორწილო კაბები… სულ ვეხმარები. თუ ვინმე საქორწილო კაბა მოუნდება, რომლის შეკერვაშიც უნდა, მე ჩავერიო, დიდი სიამოვნებით ჩავერევი…“
