მუსიკოსი, ჩელისტი ლიზი რამიშვილი სტუმრობდა რადიო „ფორტუნას“ გადაცემას – „არტ-FM“, რომელშიც მან 15 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.
„არტ-FM“-ში მუსიკოსმა ასევე ისაუბრა ცნობილ ბაბუაზე, ოთარ რამიშვილზე და მასთან ურთიერთობის ემოციურ მომენტებზე. როგორც ლიზი რამიშვილმა აღნიშნა, მან ბაბუასგან ბევრი რამ ისწავლა:
„ბაბუას ძალიან უნდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი. სხვათა შორის, წელს ოთარ რამიშვილს 90 წელი შეუსრულდებოდა. 77 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. 14 წლამდე მასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა, მუდმივად ვსაუბრობდით და ვიზიარებდით ერთმანეთს იდეებს. ძალიან დამაკლდა და ძალიან მინდა, ჩემ გვერდით იყოს, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრს ვისწავლიდი მისგან. ვიცი, რომ იქ, სადაც არის, ძალიან უხარია ჩემი წარმატება. მუსიკალურ გარემოში გავიზარდე, რადგან ბიძა – ზურაბ რამიშვილიც მუსიკოსი, ჯაზპიანისტია, მამა ალტისტია და სიმღერებს ქმნის, დედა კი, მევიოლინეა და მუსიკისა და ბალეტის თეატრში მუშაობს. ძალიან მინდოდა ბაბუას საიუბილეო კონცერტის მოწყობა, მაგრამ არ გამომივიდა. იმედი მაქვს, ოდესმე შევძლებ და კარგ საღამოს გავაკეთებ“, – თქვა მუსიკოსმა რადიო „ფორტუნას“ და გადაცემაში „არტ-FM“, რომელსაც სრულად გაეცნობით აქ