LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზომ და Lil Nas X-მა ახალი სინგლები გამოუშვეს

128
photo-collage.png (16)

ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს შორის, რეზონანსული ლიზოსა და Lil Nas X-ის უახლესი ჩანაწერები აღმოჩნდა.

ლიზოს ახალი სინგლი – Still Bad 28 თებერვალს გამოშვებული სიმღერის – Love in Real Life გაგრძელებაა. ტრეკი ისეთი ჟანრების სინთეზია, როგორებიცაა: პოპი და დისკო, რაც მას შთამბეჭდავსა და მელოდიურს ხდის. სიმღერა არტისტის დეპრესიასთან გამკლავებასა და რთული პერიოდის გადალახვას ეხმიანება. 2022 წლის შემდეგ, მალე ლიზო მეხუთე სტუდიურ ალბომს დააანონსებს. დისკის სავარაუდო სახელწოდებაა – Love in Real Life.

შეგახსენებთ, რომ ლიზოს მისკენ მიმართული სიძულვილის ენის გამო, შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა აღებული. 

ლიზომ ახალი სიმღერისა და კლიპის ანონსი გაავრცელა

ასევე დიდი ხნის შემდეგ, წლის ბოლომდე, Lil Nas X მეორე სტუდიურ ალბომს წარადგენს. დისკის სავარაუდო სახელწოდებაა – Dreamboy. სადებიუტო სტუდიური ალბომი – Montero მან 2021 წელს გამოუშვა.

მომავალი მუსიკალური პროექტის პრომოუშენი არტისტისგან საკმაოდ დახუნძლული აღმოჩნდა. 10-დან 13 მარტის ჩათვლით, მან ზედიზედ ოთხი სინგლი: DREAMBOY, BIG DUMMY!, SWISH და RIGHT THERE! შემოგვთავაზა. სინგლების სერიის ბოლო ნამუშევარი – HOTBOX, 14 მარტს დარელიზდა. სიმღერაში ფარელ უილიამსის 2003 წლის სადებიუტო სინგლის – Frontin’, რომელშიც ჯეი-ზიც მონაწილეობს, სემპლია გამოყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები