LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიზოს ნამუშევრებია.. ახლა აბიტურიენტი იყო, სახატავად არ ეცალა, გამოცდების ფეთებაში მყოფს.. ვიცი, ასჯერ უკეთესებს დახატავდა რომ დასცლოდა..“ – რას წერს ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში ტრაგედიას ემსხვერპლნენ

239
Untitled design (2)

3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში მომხდარი ტრაგედიის დროს გადარჩენილი ანა რობაქიძე, რომელმაც შემთხვევის დროს და და მამა დაკარგა, სოციალურ ქსელში თავისი დის ნახატებს აქვეყნებს.

როგორც ანა რობაქიძე წერს, წელს ლიზი აბიტურიენტი იყო და სამწუხაროდ, დრო არ ჰქონდა ხატვისთვის.

„ლიზოს ნამუშევრებია, რამდენიმე წლის წინანდელი ❤️ ახლა აბიტურიენტი იყო, სახატავად არ ეცელა, გამოცდების ფეთებაში მყოფს.. ვიცი, ასჯერ უკეთესებს დახატავდა რომ დასცლოდა…“, – წერს ანა რობაქიძე.

შეგახსენებთ, 3 მარტს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო საზანოში დატრიალებულ ტრაგედიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ელენე შუკაკიძე და ნინო კენჭოშვილი თანაკლასელთან, ლიზი რობაქიძესთან სტუმრად ჩავიდნენ სოფელ ზემო საზანოში.

ტრაგედია დატრიალდა ჩანჩქერთან, რომელსაც გოგოები ლიზის მამასთან და დასთან ერთად სტუმრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთ მოზარდს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, რა დროსაც მისი დახმარება სცადეს, თუმცა, გოგონა და მის დასახმარებლად მდინარეში შესული სამი ადამიანი მოგვიანებით მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს. ლიზის და, რომელიც მათ თან ახლდათ, გადარჩა და კლინიკაში გადაიყვანეს.

„ჩემი უნაკლო, მზესავით ბრდღვიალა დაიკო“ – რას წერს ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„ასე გადაწყვიტა სამყარომ ჩემი მოკვლა“ – ზემო საზანოში გადარჩენილი გოგონა, რომლის მამა და და ტრაგედიას ემსხვერპლნენ

„პატარა ხალი ჰქონდა ტუჩზე..“ – ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ, გარდაცვლილ დაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

„ჩემი უბედური დღეების მიუხედავად, მადლიერებით ვარ აღსავსე.. სამყარომ ზუსტად ისეთი მეგობრები მაჩუქა, ჭირის დროს რომ გამამაგრებდნენ“ – რას წერს ანა რობაქიძე, რომლის მამა და და საზანოში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები