რეპერი ლიზზო, რომელიც თავისი კარიერის მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად არტისტად იქცა, ამჯერად ყურადღებას თავისი ჩაცმულობით იქცევს. მომღერალი, რომელსაც ჭარბი წონა აქვს, არასოდეს ერიდება სექსუალური და ღია სამოსით გამოსვლას, იქნება ეს სცენა, თუ წითელი ხალიჩა.
„გრემის“ მფლობელი 35 წლის არტისტი პაპარაცებმა მალიბუში გადაიღეს, სადაც მომღერალი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში რესტორანში მიდიოდა. ლიზზო, რომლის წონა მეტია, ვიდრე უბრალოდ ჭარბი, შავ ტრუსებში, ზედასა და გამჭვირვალე მოსაცმელში პოზირებდა. სოციალურ ქსელებში მისი გვერდის გამომწერები ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან ლიზზოს ლუქებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ლიზზო არის კარგი მაგალითი ყველა ჭარბწონიანი ქალისთვის, რომლებსაც გულახდილი სამოსის ჩაცმა, წონის გამო ერიდებათ.
წითელი წულის კაბა და ემოციები სცენაზე – ლიზზო „ემის“ გამარჯვებული პირველად გახდა