LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Local Motors ახალ, უპილოტო ელექტროავტობუსებს შემოგვთავაზებს

59

ამერიკულმა კომპანიამ Local Motors-მა წარმოადგინა კომპაქტური ელექტრონული ავტომობილი სახელწოდებით Olli, რომელსაც შეუძლია 12 ადამიანი დაიტიოს და რომელიც უპილოტოდ იმართება. 2016 წლის ბოლომდე მსგავსი მინიავტობუსები გამოჩნდება ჯერ ლას-ვეგასის, შემდეგ ფლორიდისა და ბოლოს დანიის ქუჩებში.

მინი-ავტობუსი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 40 ცხენის ძალის სიმძლავრისაა და 125 ნანომეტრს ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი შეადგენს 20 კმ/სთ-ს. ბატარეის სრულად დატენვის შემთხვევაში ახალ მოდელს შეუძლია 50 კილომეტრი თავისუფლად გაიაროს.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილების პრობლემა სუსტი ერგონომიკაა, სწორედ ამიტომ, ფიქრობენ სათადარიგო ენერგიის წყაროებზე, რომელიც ამ ტიპის ავტომობილების უნივერსალური ატრიბუტი იქნება.

კრიტიკოსების აზრით, აღნიშნული მოდელი შორეული მოგზაურობებისთვის არც ისე კომფორტულია, შესაბამისად მისი გამოყენება საუნივერსიტეტო კამპუსებს შორის და მოკლე მანძილზე მოგზაურობისთვის იქნება მოხერხებული.

როგორც აღვნიშნეთ, ავტობუსის კონცეპტი შემუშავებული იქნა კომპანია Local Motors-ის მიერ, რომელიც დიდი ხანია თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან პროგრამირების საკითხებში, სწორედ ამიტომ, მათი ახალი ელექტრონულძრავიანი მოდელი მუშაობს სუპერკომპიუტერის IBM Watson-ის სისტემაზე და იყენებს სპეციალურ ხელოვნურ ინტელექტს, რომლის წყალობითაც უამრავი ბრძანების მიღება და რეალურად განხორციელებაა შესაძლებელი. კერძოდ: ავტობუსის მგზავრებს საშუალება ექნებათ იურთიერთონ ავტობუსთან, მიუთითონ მარშრუტი, თხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია და მიიღონ პასუხები.