LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: „გიორგი წერეთელმა ჩემი ამაგი ვერ დააფასა!..“

1968
lolawereteli20345

ლოლა წერეთელმა ჟურნალ „სარკესთან“ ყოფილი მეუღლის, ასევე მომღერლის, გიორგი წერეთელის შესახებ გულახდილად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან მისი ამაგი ვერ დააფასა:

„ყველა ადამიანი თავად ირჩევს ცხოვრების გზას, პირდაპირსაც და მრუდესაც. მე ძალიან მიყვარს სიტყვა ოჯახი, ვუფრთხილდები და ვეფერები ამ სიტყვას, ამიტომ ამ ყველაფერს, რასაც ოჯახი მოიცავს, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება არის ყოველდღიური ზრუნვა, პასუხისმგებლობა, სითბოს გაცემა, რაც მე დიდ სიხარულს, მანიჭებდა. სამწუხაროდ, მეორე მხარემ ვერ დააფასა ეს ამაგი. რომ გგონია, რომ ყველაფერს უსიტყვოდ ხვდება და იცის შენი ფასი, თურმე ასე არ ყოფილა. კაცები იოლად გიმეტებენ. ეს ქალია რომანტიკულია რსება, ქალი განიცდის და ქალს სტკივა გული.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რაც იყო, დამთავრდა, ვიდარდე, ვიტირე, განვიცადე, დეპრესიაშიც ვიყავი, მაგრამ მორჩა! როგორც მძიმე ავადმყოფობა, მოვიხადე და ჯანმრთელმა გავაგრძელე ცხოვრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები