fortuna.ge-სთან მომღერალმა ლოლა წერეთელმა პირად ცხოვრებაზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მის ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
სიყვარულზე რომ გიწერთ კომპოზიტორი, ტექსტში პირად გრძნობებზე საუბარი გიყვართ?
როცა ახალ სიმღერას წერ, ყველაფერზე უნდა იფიქრო. ყველა ჩემი სიმღერის შემდეგ კომენტარები მოდის, აი, ისევ ტირისო. არადა, მე მეცინება. ამ დროს სიცოცხლით ვარ სავსე, ახალ-ახალი მინდა გავაკეთო და გავახარო ჩემი მსმენელი.
ანუ ლოლა ძალიან კარგ ხასიათზეა?
რა თქმა უნდა!..
პირად ცხოვრებაზე მინდა გკითხოთ…
არაფერი პირადი არ მაქვს. პირადი არის ჩემი მუსიკა, მორჩა!..
ეს როგორ?
ეგრე! ყველაფერს აქვს თავისი დრო.
ანუ სიყვარულის დრო აღარ არის?
რა თქმა უნდა, არა!..
ქალის ცხოვრებაში ყოველთვის არის ამის დრო.
არა…
რატომ მიხვედით ამ დასკვნამდე?
იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ასაკი. მე მყავს ჩემი დისშვილები, ძმისშვილები, ოჯახი, ვისთან ერთადაც ვერთობი, ეს არის ჩემთვის მთავარი. ოჯახზე კარგი არაფერია. რომელ პირად ცხოვრებაზე უნდა ვიფიქრო. სიყვარულსაც ასაკი აქვს. ეს ახალგაზრდებმა უნდა იცოცხლონ, მოიყვანონ ცოლები, გათხოვდნენ და იყვნენ ბედნიერები!..
ლოლა წერეთელი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა: „აქ როგორც თევზი წყალში, ისე ვარ“