LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონელმა მასწავლებელმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო

52

მათემატიკა ასეთი სექსუალური არასდროს ყოფილა – ლონდონელმა მასწავლებელმა ინტერნეტსივრცე დაიპყრო. იტალიელ ასპირანტს პიეტრო ბოძელის, რომელიც ლონდონის კოლეჯში ასწავლის – ყველაზე სექსუალური მასწავლებლის ტიტული მიანიჭეს.

“GQ”-ის ინფორმაციით, პიეტრო უკანასკნელი წლების განმავლობაში დოქტურანტურაში სწავლობდა, კოლეჯებში ლექციებს კითხულობდა და ორთქლის ტურბინების კონსტრუქციებს ითვლიდა. აღსანიშნავია, რომ იტალიელი წარსულში მოდელადაც მუშაობდა, თუმცა ეს პროფესია მეცნიერების გამო მიატოვა. მასწავლებელი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა მოსწავლემ ქსელში მისი ფოტო გაავრცელა, თუმცა როგორც ის აღიარებს მისი ოცნება არა ცნობადობა, არამედ საინჟინრო კომპანიის დაარსებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები