LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის აეროპორტში მთვრალი პილოტი დააკავეს

71

ლონდონის აეროპორტში მთვრალი პილოტი დააკავეს. შემთხვევა ჰითროუს აეროპორტში, ტოკიოს მიმართულებით მიმავალ იაპონიის ავიახაზების ბორტზე მოხდა. 42 წლის მამაკაცს ორგანიზმში ალკოჰოლის დოზა დასაშვებზე 9-ჯერ მეტი ქონდა და რეისის შესრულებას ის სწორედ ასე გეგმავდა.

„BBC“-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებს შემთხვევის შესახებ ავტობუსის მძღოლმა შეატყობინა. პილოტს ალკოჰოლის სუნი ასდიოდა და ჩასხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი შემოწმება სწორედ ამის გამო გადაწყდა. ინციდენტის გამო ავიაკომპანიამ საჯარო ბოდიში უკვე მოიხადა, რაც შეეხება კანონდამრღვევ თანამშრომელს – ის ამ დრომდე დაკავებულია და სასამართლო პროცესს ელოდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები