ლონდონის მმართველობის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრში დაქოქილძრავიანი ავტომობილების დატოვება აიკრძალება. როგორც გამოცემა EveningStandart-ი წერს, 2017 წლის 4 თებერვლიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევა და ნებისმიერ პირს, რომელიც კანონს დაარღვევს, ჯარიმის სახით 80 ფუნტის (90 ევრომდე) გადახდა მოუწევს.
კანონდარღვევებს სპეციალური ჯგუფი დააკვირდება, რომელიც დაპარკინგებული, ძრავჩაუმქრალი ავტომობილების მონაცემებს ჩაიწერს. აღნიშნული კანონი შეეხება არამარტო პერსონალური ავტომობილების მფლობელებს, არამედ მინივენისა თუ ავტობუსების მძღოლებსაც.
როგორც მინისტრთა კაბინების წარმომადგენელმა ჰეიზერ ექტონმა განაცხადა, დაქოქილი ძრავით გაჩერებული ავტომობილები ცუდ ზეგავლენას ახდენენ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და დაამატა, რომ ქალაქში ავტომობილით გაადაადგილების მსურველებს გაცილებით მეტი ყურადღება მოეთხოვებათ ქვეითად მოსიარულეების მიმართ.
ლონდონის ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, ქალაქის მმართველობამ მოამზადა სპეციალური ნუსხა ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის ეკოლოგიური მოდიფიკაციებით ჩანაცვლების თაობაზე. აღნიშნული ჩანაწერი შეეხო ტაქსებსაც. 2018 წელს, ქალაქი მთლიან ძალისხმევას ელექტროტრანსპორტის გაძლიერებას მოახმარს.