ინგლისის ქალაქ რიჩმონდში ავტომობილებს გზა ჩაუკეტეს, რათა ბაყაყებმა მიგრაცია უსაფრთხოდ შეძლონ, გზაზე გადავიდნენ და მივიდნენ ჭაობებთან სადაც შემდეგ გამრავლდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა People ავრცელებს.
“ჩერჩ-როუდის“ 400-მეტრიან მონაკვეთზე ავტომობილები გავლას თითქმის ერთი თვის განმავლობაში ვეღარ შეძლებენ. საღამოობით ტერიტორიაზე მოხალისეებიც მივლენ, რათა ამფიბიებს გადაადგილებაში დაეხმარონ.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზის გადაკეტვა ბაყაყების გამრავლების სეზონისთვის 2010 წლიდან დაიწყო. ასეთი გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ადგილობრივები საბურავების ქვეშ დაღუპული ამფიბიების რაოდენობით ძალიან შეშფოთდნენ.
გზის ერთი თვით გადაკეტვა ადგილობრივებს დიდ დისკომფორტს არ უქმნის და პირიქით, უმრავლესობა მიესალმება კიდეც. მით უმეტეს, ჩარჩ-როუდი საკმაოდ წყნარი ქუჩაა და მხოლოდ რამდენიმე სახლი დგას.
„ვფიქრობთ, ბაყაყების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ძალიან მაგარია. ეს არაჩვეულებრივი და ძალიან ბრიტანულია..“ – წერენ რიჩმონდელები სოციალურ ქსელებში.