ლონდონში დაუნინგ-სტრიტზე საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sun-ი წერს.
ცერემონიალში მონაწილეობა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმაც მიიღო. ღონისძიებაზე ტერეზა მეიმ იმ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც პრემიერის საშობაო ბარათის დიზაინი შექმნეს და მათთან ერთად საშობაო სიმღერაც შეასრულა.
საშობაო ნაძვის ხე წელს ლონდონში უელშ-გოუერის ნახევარკუნძულიდან ჩაიტანეს.