ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ლუგანსკიდან რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადა. ოკუპირებულ ლუგანსკამდე, რუსეთში მასობრივი ევაკუაცია გამოცხადდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკაშიც.
“რუსეთის ფედერაცია მზადაა უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და თავის ტერიტორიებზე ლუგანსკის ხალხის განთავსება. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა კაცს, ვისაც ხელში იარაღის აღება შეუძლია, რომ თავიანთი მიწა დაიცვან” – ამბობს ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი.
განგაშის სიგნალი ჩართულია – დონეცკის სეპარატისტული რეგიონის ლიდერი მოსახლეობის ევაკუაციას აცხადებს