LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუის ენრიკეს ბარსელონა გვარდიოლას გუნდს ჯობია

29

„ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში ვალენსიაში „ლევანტეს“ ესტუმრა და 2:0 მოუგო.
“ლევანტესთან“ მატჩი ლუის ენრიკესთვის მეასე გახდა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ამ ას თამაშში ლუის ენრიკეს გუნდმა 80 გამარჯვება მოიპოვა, 11-ჯერ ფრედ ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა. „ბარსელონამ“ 282 გოლი გაიტანა და 72 გაუშვა.
ასეთი სტატისტიკით ლუის ენრიკემ თვით პეპ გვარდიოლას აჯობა.
პეპის ას მატჩში „ბარსამ“ 71 მოიგო, 19 ფრედ ითამაშა და 10-ში დამარცხდა, 242 გოლი შეაგდო და 76 მიიღო.

 

„ბარსელონამ“ ამ მოგებით წაუგებელი სერია 28 მატჩამდე გაზარდა და გვარდიოლას დროს მიღწეული რეკორდი გაიმეორა.

 

„ლევანტესთან“ მატჩში გატანილი გოლი ლუის სუარესისთვის ბოლო 6 შეხვედრაში მეათე გოლია. ურუგვაელი ფორვარდი ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

 

 

2016-02-07_LEVANTE-BARCELONA_26-Optimized.v1454851367

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები