LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, ქუთაისში ნაძვის ხეს აღარ გაანათებენ

405
NADZVIS XE

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო საზოგადოება შეწუხებულია. შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად, ქუთაისის მერიამ ყველა სადღესასწაულო და საზეიმო ღონისძიება გააუქმა. მათი განმარტებით, ისინი 21 დეკემბერს ქალაქის ცენტრში მდგარი ნაძვის ხის საზეიმოდ განათებას გეგმავდნენ, თუმცა მომხდარი ამბის გამო მთავარი ნაძვის ხე აღარ აინთება.

„15 წლის მოზარდის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ შეძრა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ, ყველა ერთად ვართ პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე. შექმნილი მდგომარეობის გამო, 21 დეკემბერს ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის საზეიმოდ ანთება აღარ მოხდება“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სამგლოვიარო განწყობის მიუხედავად, თბილისის მერია ახალი წლისთვის საზეიმო სამზადისს განაგრძობს.

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის განცხადებით, დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისში საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება. კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველი პროდუქციის შეძენას მოსახლეობა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეძლებს.

ადგილები თბილისში, სადაც საახალწლო ბაზრობები დაგხვდებათ

წინა წლის მსგავსად, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე წელსაც რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. საშობაო სოფელი 25 დეკემბერს გაიხსნება, ნაძვის ხეც სწორედ ამ დღეს საზეიმოდ განათდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები