LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მარინა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

307
pjimage (3)

15 წლის ლუკა სირაძეს გარდაცვალების საქმეზე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა, გამომძიებელ მარიან ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოლოიანს საპატიმროში 3 წლის გატარება მოუწევს.

სასამართლომ გამომძიებელს პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

ლუკა სირაძე, რომელიც 2019 წლის 11 დეკემბერს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს კლინიკაში გარდაიცვალა. გადმოხტომის ფაქტს წინ 10 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში სკოლის კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო (“ამ ცხოვრების დედაც”) მოზარდის მარინა ჩოლოიანის მიერ გამოკითხვა უძღოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g