LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკოს კრიტიკოსი და უკრაინაში იძულებით გადასახლებული 26 წლის ბელორუსი სამოქალაქო აქტივისტი კიევში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

67
ვიტალი შიშოვი

ბელარუსი სამოქალაქო აქტივისტი, ვიტალი შიშოვი, რომელიც უკრაინაში იძულებით გადასახლებაში იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველები მას 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. პოლიციამ შიშოვი კიევის პარკში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შიშოვი უკრაინაში იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ბელორუსებს პოლიტიკური დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა.

სამოქალაქო აქტივისტის მეგობრები მედიასთან საუბრისას არ გამორიცხავენ, რომ შიშოვი მოკლულია იმ მოტივით, რომ იგი ბელორუსი მთავრობის მიმართ გამართულ ანტისამთავრობო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა. ამასთან, მათივე თქმით, 26 წლის სამოქალაქო აქტივისტს ბელორუსი სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ.

გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს. ბელორუსის მთავრობის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g