პარიზში, ლუვრში ქართველმა მხატვრებმა არტ-ბაზრობასა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც „ფორტუნას“ მხატვარმა, გიორგი ტაბლიაშვილმა განუცხადა, გაიმართა ჯგუფური გამოფენები. 3 დღიანი გამოფენაში 9 ქართველი მხატვარი მონაწილეობდა და მათ 50-მდე ნამუშევარი ქონდათ წარმოდგენილი.
„ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია მხატვრებისთვის, ხდება მათი ნამუშევრების ცნობადობის გაზრდა. ამ სივრცეში საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ბევრი გალერეა იყო წარმოდგენილი, გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა. გაიყიდა ჩვენი რამდენიმე ნამუშევარი“, – განაცხადა მხატვარმა.
ქართველმა მხატვრებმა არტ-ბაზრობაში მონაწილეობა თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის დაფინანსებით მიიღეს. ტაბლიაშვილის თქმით, მხატვრები ლუვრში, არტ -ბაზრობაში მონაწილეობას მომავალ წელსაც გეგმავენ.