LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „არესტოვიჩმა „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ – როგორც ჩანს, ახლა გონება გაუნათდა“

129
მაჭარა და არესტოვიჩი

„არესტოვიჩმა პრაქტიკულად, „ხალხის ძალის“ განცხადებები წაიკითხა, სადაც ვამბობდით, რომ უცხოურ ძალებს ფრონტი სურდათ და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურმე უკრაინაშიც. როგორც ჩანს, ახლა გაუნათდა გონება“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ „ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უცხოელმა ძალებმა უკრაინა“.

„დიახ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას“ – ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

„ეს ყველაფერი არესტოვიჩმა დაადასტურა და თქვა, რომ 300 ათასი უკრაინელია დაღუპული, ტერიტორიებია მიტაცებული, გაურკვეველია მომავალი და თურმე ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რომელიღაც ქვეყანას უკრაინის ხარჯზე საკუთარი ინტერესების გატარება სურდა.

ეს არის არესტოვიჩის განცხადება, რომელიც თავის დროზე, მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდებდა და, როგორც ჩანს, ახლა გონება გაუნათდა.

რამდენიმე დღის წინ არახამიას ინტერვიუ იყო, რომელმაც განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმება იყო რეალური და კარგი იქნებოდა უკრაინისთვის.

დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღე გავა და ამ ყოფილ მაღალჩინოსნებს უკრაინაში კიდევ მიემატებიან სხვები, რომლებიც დაინახავენ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა უცხოელმა ძალებმა“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოლექსი არესტოვიჩი: მოქალაქეების რწმენაზე, რომ სწრაფად და ლამაზად გავიმარჯვებდით, პასუხისმგებლობა მეკისრება, იმ დროს შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით, დღეს ილუზიას ვანგრევ, რომ გადავრჩეთ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g