LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში“

256
გურამ მაჭარაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ ცოტა ხანში გამშველებელიც აღარ დარჩება.  როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“  მთავარი პოლიტიკური პარტიის სტატუსს, ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ შეინარჩუნებს.

„ვიბრძოლებთ ახალი პლატფორმიდან“ – გიორგი კირთაძემ და ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

„ნიკა მელიასთან კომუნიკაცია გვქონდა და გადაწყვეტილება გუშინ მივიღეთ. ის უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას და თუკი ის ახალ პარტიას დააფუძნებს, აუცილებლად შევუერთდებით“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბავი მიმდინარეობს, რომ დედა შვილს და სააკაშვილი ხაბეიშვილს არ აიყვანს ხელში.

რეალურად, ვერც საკრებულოს წევრებმა ვერ გაარჩიეს, ის ხაბეიშვილია დედანი თუ ასლი არის მელია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურჩევიათ, რომელი რომელია. რთული გასარჩევია, ორიგინალი რომელია, მელია თუ ხაბეიშვილი.

რეალურად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახლა ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რაც მათ სურდათ საქართველოში. ამიტომ ეს კარგი პროცესი 2024 წლისთვის დაგვირგვინდება იმით, რომ გადალახავს ან ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, მათ შორის, ოპოზიციაში ეს ეგრეთ წოდებული მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, ზუსტად ეს სტატუსი შეინარჩუნოს.

ენმ-ის ზუგდიდის, ხობისა და ჭიათურის საკრებულოების წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

რასაც ვუყურებთ, მგონი, ოპოზიციურ ფლანგზეც ვერ შეინარჩუნებენ მთავარი პოლიტიკური პარტიის სტატუსს, რადგან უკვე ერთმანეთს ისე დაერივნენ, რომ გამშველებელიც აღარ დარჩება ცოტა ხანში. ძალიან კარგი პროცესია, რაც ნაკლები „ნაცი“, მით უკეთესი“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხაბეიშვილი არის ლუმპენ-პროლეტარიატი, ხაზარაძე-ოლიგარქი, კეზერაშვილი ცოტა აღმატებულია: ჩვეულებრივი ბანდიტია“ – ბექა ოდიშარია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები