LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: სააკაშვილი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა

117
გურამ მაჭარაშვილი

“ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა”,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ე.წ. რევოლუციების მოწყობა რომ სურდა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ის ქვეყანაში ოფიციალურად არ შემოვიდა.

მაჭარაშვილის თქმით, თუ ყოფილ პრეზიდენტს განზრახული ჰქონდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა ოფიციალურად, ის ქვეყანაში ჩვეულებრივ შემოვიდოდა:

“რაც შეეხება მის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, არ მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ვინმემ შეძლოს მისი ისეთი კარგი ხარისხით დისკრედიტაცია, როგორც ამას თვითონ აკეთებს.

მას რომ სურდა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ე.წ. რევოლუციების მოწყობა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ის არ შემოვიდა ქვეყანაში ოფიციალურად. თუ მას განზრახული ჰქონდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა ოფიციალურად, ის ქვეყანაში ჩვეულებრივად შემოვიდოდა, აეროპორტში თავისი რამდენიმე მომხრე მაინც დახვდებოდა და იტყოდა: “ვაჟკაცურად” შემოვედი და ქართულ მართლმსაჯულებას ჩავბარდი, მაგრამ ეს ვერ გააკეთა და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ ის ამ მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით, რომ მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მოუწევს. მიხეილ სააკაშვილი დააჯერეს როგორც ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე ჩამოშლილია, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ და როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას.” – თქვა მაჭარაშვილმა.

mazda magti 5g