LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭავარიანი: ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: 2003 წლის 22 ნოემბერს არავინ ფიქრობდა, რომ სხდომათა დარბაზში შევიდოდით და სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა – გეგმის დაწერა ამ ხელისუფლების პირობებში რთულია

899
BeFunky-collage (8)

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და გუშინ, 3 ივლისს, რიგით მესამედ გამართულ აქციას – “შინ ევროპისკენ” ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი ქუჩაში აქციებით სამოქალაქო სექტორმა უნდა მართოს, პარლამენტში კი, პოლიტიკოსები გააქტიურდნენ.

მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია აქციების პარალელურად დაწესდეს სამოქალაქო მონიტორინგი ყველა იმ საკითხზე, რაც ხელისუფლებამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადადგას, პროცესში კი პოლიტიკოსები მაშინ ჩაერთონ, როცა საქმე პარლამენტამდე მივა.

„არ ხარ ბიძინა შენ კარგი მშობელი.. კარგი მშობელი ხალხს ბოდიშს მოუხდიდა, შვილებს როზგის ქვეშ გაიგდებდა, მოთოკავდა, უბანს მოაშორებდა და თუნდაც “სასწავლებლად გაუშვებდა“ – გია ხუხაშვილი

არჩილ გამზარდია: „სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ, ნულოვანი შანსია ცვლილების“

მანვე აღნიშნა, რომ არ არის აუცილებელი კონკრეტული გეგმები არსებობდეს და ეს გეგმები არც 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს ჰქონია ოპოზიციას და არც მოგვიანებით, 2019 წლის 20 ივნისის აქციისას.

“პოლიტიკოსები ადრე თუ გვიან ამ პროცესში მაინც ჩაერთვებიან, რადგან თუ საკითხი დადგა ვადამდელი არჩევნების, პოლიტიკოსების გარეშე ეს არ გამოვა. მე რომ ახლა ოპოზიციის კონსულტანტი ვიყო, ვურჩევდი, რომ საშემოდგომო სესიის დღის წესრიგი აეწყოთ მხოლოდ იმაზე, რამდენად ასრულებს მთავრობა იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რაც მმართველი ძალის გასაკეთებელია.

თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება ეს 6-თვიანი პერიოდი, ამას უნდა ვუყუროთ როგორც შორ დისტანციას და არა მოკლე დისტანციას. მე არ მქონდა მოლოდინი, რომ გუშინდელი მრავალათასიანი აქციის მერე „ქართული ოცნება“ ადგებოდა და იტყოდა, რომ საქართველო რადგან კანდიდატი ვერ გავხადეთ, მოდით, ვადამდელი არჩევნები დავნიშნოთ, თუმცა მე ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლების მიზანი არ არის ევროკავშირში გაწევრიანება.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, 2003 წლის 22 ნოემბრის დილას არავინ ფიქრობდა, რომ პარლამენტის სხდომა ჩაინიშნებოდა, ჩვენ სხდომათა დარბაზში შევიდოდით და მიშა სააკაშვილი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვდა. ისევე, როგორც „გავრილოვის ღამეს“ არავინ მოელოდა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა ხელისუფლება. მესმის ადამიანების, რომ მათ უნდათ კონკრეტული გეგმა იყოს გაწერილი, მაგრამ ასეთი გეგმის დაწერა და ამაზე საუბარი საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში რთულია. ჩემთვის ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს გეგმა, როგორ შეასრულოს ის 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა“, – განაცხადა მაჭავარიანმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g